საქველმოქმედო რალი ლონდონი - თბილისი 2010
რალი ლონდონი - თბილისი ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც დაარსდა ლევან ვასაძის და ლორდ გილფორდის მიერ. რალის გენერალური სპონსორია ბაგრატიონი 1882. მოხალისე მოტოციკლეტისტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობისათვის და აგროვებენ თანხას ქველმოქმედებისათვის. წლევანდელი რალი 20 სექტემბერს ლონდონში აიღებს სტარტს.
რალის მონაწილეთა მიზანს წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება და უნიკალური სამოგზაურო გამოცდილების მიღება. თუ თქვენ გსურთ მონაწილეობის მიღება გთხოვთ იხილოთ გვერდი: "თუ მონაწილეობა გსურთ" და შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად რალის საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდება მათ. რალიში რეგისტრაციის ფასი 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს (რაც განკუთვნილია რალის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად).
რალი მოიცავს რთულ და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას ევროპაში, რომელის პირველი ფინიშიც ტრადიციულად მთავრედება მის საზღვარზე, თბილისში. ბაგრატიონი 1882-ში კი ყოველ წელს იმართება ლამაზი მიღება და ზეიმი. მონაწილეთა გულშემატკივრები მოტოციკლისტებს გულთბილ შეხვედრას უწყობენ და მათთან ერთად ატარებენ რომანტიულ და სურპრიზებით აღსავსე საღამოს ბაგრატიონში, თბილისში.
წელს რალი თბილისიდან სვლას აგრძელებს ბახრეინის მიმართულებით და იმატებს მეორე საფეხურს. მოტოციკლისტებს შეუძლიათ შეუერთდნენ ორივე ეტაპს ან ერთ-ერთ მათგანს. თუ მეორე ეტაპს შეუერთდებიან, მაშინ მონაწილეებმა თავიანთი მოტოციკლეტები რალის პერსონალის დახმარებით თბილისში უნდა ჩაიყვანონ ან გააგზავნონ, შემდეგ მრბოლელები გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად გააგრძელებენ გზას ბაჰრეინის მიმართულებით.
საინფომაციო შემეცნებითი ვებ გვერდის www.london2tbilisi.com-ის საშუალებით, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ეცნობა ინფომაციას ამ მოვლენის შესახებ.
რალი არ გახლავთ რბოლა. ეს მეგობრული მოგზაურობაა, რომელიც მიუხედავად ამისა მოითხოვს სპორტულ გამოცდილებას. მოგზაურობისას მოტოციკლისტებს საშუალება ეძლევათ იმოგზაურონ დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპამდე და იხილონ მისი შეუდარებელი სილამაზე და მრავალფეროვნება. მათ აგრეთვე საშუალება აქვთ მოაწყონ კემპინგი, გაჩერდნენ პატარა და დიდ ქალაქებში, გადაეყარონ სხვადასხვა თავგადასავლებს და ერთმანეთს დაეხმარონ ამ თავგადასავლებიდან თავის დაღწევაში მაშინ, როდესაც მთელი სამყარო უყურებს თუ როგორ გაიკვლევენ ისინი გზას. ჩვეულებრივ მონაწილეები ვისაც ამის სურვილი აქვთ, აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური შთაბეჭდილებების ჩანაწერებს და ელ-ფოსტით უგზავნიან საიტის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ მათ ყოველდღიურად განაახლონ საიტი და აგრეთვე შეინახონ ჩანაწერები რალის არქივში.
რალი ლონდონი თბილისი ყოველწლიურად გაიმართება. მოყვარული მოტოციკლეტისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან კიდევ მრავალჯერ შეიკრიბებიან ამ რთული და გრძელი გზის გასავლელად და შეაგროვებენ თანხებს უმწეოთა დასახმარებლად.
რა შეგიძლია გააკეთო შენ იმისათვის, რომ დაეხმარო საქველმოქმედო ორგანიზაციებს! 1. მიიღე მონაწილეობა რალიში ან/და 2. გადარიცხე თანხა რალის საქველმოქმედო ფონდში







